გედევან ფოფხაძე: ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და თუ ვინმე იცვლება, მკვეთრი არგუმენტები უნდა იყოს

„ვფიქრობ, ხელისუფლება ეკონომიკის მიმართულებას თვითდინებაზე უყურებს და იმედი აქვთ, ღმერთი არ გაგვწირავს“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ეკონომიკისა მინისტრის, გიორგი ქობულიას პოსტიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ფოფხაძე მიიჩნევს, რომ როდესაც მინისტრთა კაბინეტში ცვლილება ხდება, ეს მთავრობის მხრიდან აუცილებლად დასაბუთებული უნდა იყოს.
„ძალიან მინდა, დინჯი და გონიერი სახით რამე ჭკვიანური გითხრათ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება. ქვეყანაში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და თუ ვინმე იცვლება, მკვეთრი არგუმენტები უნდა იყოს. ვფიქრობ, ხელისუფლება ეკონომიკის მიმართულებას თვითდინებაზე უყურებს და იმედია აქვთ, ღმერთი არ გაგვწირავს. ამ რეალობის გათვალისწინებით, თავს უიმედოდ ვგრძნობ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბრძანებას ხელი გუშინ მოაწერა. ეკონომიკის ახალ მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები