სოფიო კილაძე: მინისტრების გადაყენება პრემიერმინისტრის პრეროგატივაა

0

„მინისტრების გადაყენება პრემიერმინისტრის პრეროგატივაა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერმა ეს უფლებამოსილება გამოიყენა, სხვა დეტალები კი მისთვის უცნობია.
„არ ვარ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელი, აქედან გამომდინარე, დეტალები ჩემთვის უცნობია. ზოგადად, ჩვენთან კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ეს პრემიერმინისტრის პრეროგატივაა, მისი უფლებამოსილებაა, გადაწყვიტოს კონკრეტული მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და მან ეს უფლებამოსილება გამოიყენა“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბრძანებას ხელი გუშინ მოაწერა. ეკონომიკის ახალ მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი