ჯაზის საერთაშორისო დღეს ირაკლი დავრიშევი-დავრიშაშვილი თბილისში კონცერტს პირველად გამართავს

30 აპრილს, 19:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში,  ჯაზის საერთაშორისო დღე საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ბენდის „Irakli Louis Ambassadors“-ისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტით აღინიშნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა. UNESCO-ს ეგიდით ჯაზის დღის აღნიშვნა მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საქართველოშიც უკვე ტრადიციად იქცა.
აღსანიშნავია, რომ ჯაზ-ბენდ Irakli Louis Ambassadors-ის ლიდერი ქართველი ემიგრანტების შთამომავალი ირაკლი დავრიშევი-დავრიშაშვილია, რომელიც სამშობლოში კონცერტს პირველად გამართავს;
მუსიკოსის შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ჯაზის გენიალურ ლეგენდას, ლუი არმსტრონგს. ირაკლი დავრიშევის კარიერაში უმნიშვნელოვანესი თარიღია 1965 წლის 4 ივნისი, როდესაც მან ერთობლივი კონცერტი გამართა ლუი არმსტრონგთან. მუსიკოსი წლების განმავლობაში იყო ცნობილი კონფერანსიე, რომელიც პუბლიკას აცნობდა არმსტრონგის შემოქმედებას.
ჯაზის დღე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, ჩატარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები