ინტენსიური თოვის გამო ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

  საავატომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ28–კმ65 (სასადილო–თელავი) მონაკვეთში მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ32–კმ56 (ვაზიანი-შუამთა) მონაკვეთში დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები