„უორდროპები და ქართული ტრადიციული მუსიკა“ – ნინო კალანდაძის საჯარო ლექცია გაიმართება
23 აპრილს, 18:00 საათზე, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში, გაიმართება ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნინო კალანდაძის საჯარო ლექცია: „უორდროპები და ქართული ტრადიციული მუსიკა“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ბრიტანელი და-ძმის – ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიერ ქართველოლოგიის სფეროში გაწეული ღვაწლი სათანადოდ არის შეფასებული, თუმცა არაფერი დაწერილა ქართულ ტრადიციულ მუსიკასთან მათ კავშირზე.
ლექცია წარმოაჩენს უორდროპების წიგნებსა და ჩანაწერებში XIX-XX საუკუნის მიჯნის საქართველოს მუსიკალური ყოფის ამსახველ ფრაგმენტებს. აგრეთვე, ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკის მარჯორი უორდროპის ფონდში დაცულ ქართულ სანოტო მასალას.
ღონისძიება ეძღვნება მარჯორი უორდროპის საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 150-ე წლისთავს.