„საბუკო“ მუზეუმში – სააღდგომო ღონისძიება გაიმართება

20 აპრილს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ეროვნული მუზეუმის ეზოში  „საბუკო“ – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის უმასპინძლებს მნახველს.
როგორც „კვირას“ „საბუკოში“ განუცხადეს, აღდგომა ახლოვდება. ეს საუკეთესო დროა, ფრინველების ბუდეებისა და კვერცხების შესახებ ვისწავლოთ.
„ეროვნულ მუზეუმში, კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზე დაათვალიერებთ სხვადასხვა სახეობის ფრინველთა ბუდეებსა და კვერცხებს. მუზეუმის ეზოში კი სახალისო აქტივობები დაგხვდებათ – შეგეძლებათ სცადოთ ბუდეების თავად დამზადება, ფრინველების გამოჭრა და შექმნა, კვერცხების ნაირფრად შეღებვა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები