ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე: ლევან მურუსიძეს არ სჭირდებოდა მანტიის გახდა “გირგვლიანის საქმეზე”

0

“ლევან მურუსიძეს არ სჭირდებოდა მანტიის გახდა “გირგვლიანის საქმეზე”. ყველაზე მარტივი გამოსავლის სახით მას შეეძლო, გამოეყენებინა 2007 წელს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე, კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ლევან მურუსიძეს არ სჭირდებოდა მანტიის გახდა “გირგვლიანის საქმეზე”. ყველაზე მარტივი გამოსავლის სახით მას შეეძლო, გამოეყენებინა 2007 წელს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი, რომელიც ადგენდა შემდეგს:
1. სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომლითაც სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური გაერთიანების, ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშემწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას;
2. კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება, აგრეთვე, გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა, თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო წინასწარი გამოძიების, ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ გადაწყვეტილების მიღება არ საჭიროებდა მხარის შუამდგომლობას და სასამართლოს მისი მიღება შეეძლო საკუთარი ინიციატივით. შესაბამისად, ყველა ის შეშფოთება, რაც ლევან მურუსიძემ განიცადა “გირგვლიანის საქმის” განხილვისას საქმეში არსებული დარღვევების გამო, შეეძლო, კერძო განჩინების სახით დაეფიქსირებინა. შესაბამისად, მისი მტკიცება, რომ ის ვერ შეძლებდა საქმეში არსებულ დარღვევებზე სამართლებრივ რეაგირებას (ასევე, ამ მიზეზის გამო), საფუძველს მოკლებულია.
რაც შეეხება სხვა სამართლებრივ შესაძლებლობებს – აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით დაიდება იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის დასკვნა, რომელსაც ვაცნობებთ საზოგადოებას”, – წერს კახა წიქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი