ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთმა და აშშ-მა ერთმანეთის ძირითად ინტერესებს პატივი უნდა სცენ და კონფლიქტები თავიდან აიცილონ
ჩინეთი და შეერთებული შტატები ერთმანეთის ძირითად ინტერესებს პატივისცემით უნდა მოეკიდონ და თავიდან აიცილონ კონფლიქტი, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ პეკინში განაცხადა.
ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორივე მხარეს მოუწოდა, შექმნან კომუნიკაციისა და კონსულტაციების მეტი არხი, შეხედონ ერთმანეთს ობიექტური, რაციონალური და პრაგმატული დამოკიდებულებით და ხელი შეუწყონ სწორ სტრატეგიულ აღქმებს.