მედია: მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ვერ შეძლო ტრამპის საკმარისად დაშინება, ხელსაყრელი სავაჭრო შეთანხმებისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ვერ შეძლო თავისი უზარმაზარი ერთიანი ბაზრის გამოყენება შეერთებული შტატების იმდენად შესაშინებლად, რომ უკეთეს სავაჭრო შეთანხმებაზე დათანხმებულიყო.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება Politico-ს ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა.

მაკრონმა 27 ივლისს მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა.

„ჩვენი უნდა ეშინოდეთ. ჩვენი საკმარისად არ ეშინოდათ“, – ციტირებს წყარო მაკრონის სიტყვებს.

ამავდროულად, მან შეაქო ევროპელი მომლაპარაკებლები „რთულ პირობებში ჩატარებული მოლაპარაკებების“ დროს ფრანგული და ევროპული ინტერესების დაცვისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპს სურდა ტარიფების დაწესება აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებისთვის.

გარდა ამისა, მაკრონი დარწმუნებულია, რომ შეთანხმების გასაუმჯობესებლად ჯერ კიდევ არის დრო.

„ამბავი არ დასრულებულა და ჩვენ აქ არ გავჩერდებით“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები