ტრამპმა ინდოეთის მიმართ სავაჭრო სანქციები გაამკაცრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ 1 აგვისტოდან ინდოეთიდან შემოტანილ საქონელზე 25%-იანი ტარიფი ამოქმედდება.

ტრამპმა ასევე დააანონსა დაუზუსტებელი დამატებითი სანქცია/„ჯარიმა“ ინდოეთის მიერ რუსეთის ნავთობისა და შეიარაღების შეძენის გამო.

განცხადება გავრცელდა მისი Truth Social-ის პოსტით და ოფიციალური განმარტებები „ჯარიმის“ მექანიზმზე ჯერ არ გამოცხადებულა.

“ამერიკას ინდოეთთან დიდი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია, რადგან მათი ტარიფები ძალიან მაღალია და ყველაზე მკაცრი და საზიზღარი სავაჭრო ბარიერები აქვთ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას.

ასევე, იმ დროს, როდესაც ყველას სურს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს მკვლელობები უკრაინაში, ის დიდი რაოდენობით იარაღს ყიდულობს რუსეთისგან“,- დაწერა ტრამპმა.

მანამდე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა ჩინეთის ოფიციალური პირები გააფრთხილა, რომ რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელება მაღალ ტარიფებს გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები