ტრამპმა ბრაზილიიდან შემოტანილ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ბრაზილიიდან შემოტანილ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დაწესდა.

„დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ბრაზილიიდან შემოტანილ საქონელზე დამატებით 40%-იანი ტარიფი დაწესდა, რითაც მთლიანი ტარიფი 50%-მდე გაიზარდა. ეს არის პასუხი ბრაზილიის მთავრობის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებზე, პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, რაც უჩვეულო და არაორდინალურ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები 1-ელი აგვისტოდან ბრაზილიიდან შემოტანილ ყველა საქონელზე 50%-იან იმპორტირებულ გადასახადს დააწესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები