არჩილ გორდულაძე: დამარცხებისთვისაა განწირული ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გაბედავს და კახი კალაძის წინააღმდეგ ჩაერთვება

,,დამარცხებისთვისაა განწირული ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გაბედავს და ბატონი კახი კალაძის წინააღმდეგ ჩაერთვება”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„გული დაგვწყდება, თუ ბატონი ალეკო ელისაშვილი არ იქნება გახარიები -„ნაცებისა“ და „ლელოელი“ – „ნაცების“ ერთიანი კანდიდატი. მხოლოდ ბატონ ალეკო ელისაშვილს აქვს შანსი, „დიფ სთეითის“ დავალებები კარგად შეასრულოს. კომიკური ადამიანია და კომიკური კანდიდატი იქნება. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა თქმა უნდა, იგივე ბედი ეწევა, როგორც ნებისმიერ სხვა „ნაცს“. დამარცხებისთვისაა განწირული ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გაბედავს და კახი კალაძის წინააღმდეგ ჩაერთვება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები