გიორგი თავართქილაძის „ცუდი ხალხი“ ლონდონში საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს
გიორგი თავართქილაძის ფილმი „ცუდი ხალხი“ ლონდონის „დისქოვერ ფილმ ფესტივალზე“ საუკეთესო დრამატული ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.
მოკლემეტრაჟიან ფილმში აღწერილია 90-იანი წლების მოვლენები და რამდენიმე რეალურ ამბავს მოგვითხრობს.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ჰონგ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე 25 მარტს გაიმართა. „ცუდი ხალხი“ ლოს-ანჯელესის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პრიზიორიცაა.