გიორგი დანელიას ხსოვნის საღამო გაიმართება
19 აპრილს, 17:00 საათზე, ქართულ-რუსული ურთიერთობების საზოგადოებრივ ცენტრში, რეჟისორ გიორგი დანელიას ხსოვნის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ქართველი მწერალი და პუბლიცისტი გოგი ლორთქიფანიძე საზოგადოებას ცნობილი რეჟისორის ცხოვრებას, შემოქმედებასა და პიროვნებას გააცნობს.