"ლექსები ლარად"
9 თებერვალს “თბილისი მოლში”, ბიზნესმარათონის ფარგლებში, “სტუდენტური მულტიმედია ჯგუფი რეაქტორის” საქველმოქმედო აქცია -“ლექსები ლარად” გაიმართება. მარათონის ორგანიზატორები იწვევენ ყველას, ვისაც პოეზია უყვარს. საღამოს დამსწრე სტუმრებს ორიგინალური კალიგრაფიით შესრულებული ქართული და უცხოური ლექსების შეძენა შუაძლიათ. შემოსული თანხა 19 წლის სტუდენტის – ნანიკო ხაჩიურის დასახმარებლად გახსნილ საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება.