„ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ – რუსთაველის თეატრში კონცერტი გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში კონცერტი – „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ გაიმართა.
საღამოზე წარმოდგენილი იყო მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ, ინეგოლში გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის,- „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“, – პრეზენტაცია. გამოცემაში სრულადაა თავმოყრილი ინეგოლის ტრადიციული სიმღერებისა და საცეკვაო მუსიკის საექსპედიციო ჩანაწერები.
პროექტის მიზანია, ქართულ საზოგადოებას გააცნოს ინეგოლში მცხოვრები ჩვენებურების მიერ სულ მცირე – 150 წლის მანძილზე უცვლელად შემონახული უნიკალური კულტურა და ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის შემოქმედებით და კულტურულ ურთიერთობებს.