ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული დღეს გაიხსნება

ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული ფარგლებში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე სერვანტესის ინსტიტუტის კულტურული პროგრამების დირექტორს მარტინ ლოპეს-ვეგას, სერვანტესის ინსტიტუტის ბულგარეთის ოფისის დირექტორს, ხავიერ ვალდივესოსა და საქართველოში ესპანეთის წარმომადგენელს, ფრანცისკო კაპოტეს შეხვდნენ.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მათ მიერ გამოთქმული თანამშრომლობის სურვილისა და ქართული ლიტერატურის მიმართ გამოხატული ინტერესის გამო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისში დაგეგმილ ქართულ-ესპანურ ლიტერატურულ კვირეულს, ქართული და ესპანური ლიტერატურის პოპულარიზაციის კუთხით თანამშრომშრომლობის, ქართულ და ესპანურ ენებზე თარგმანების გამდიდრების და თბილისში სერვანტესის ინსტიტუტის ოფისის გახსნის საკითხებს.
16 აპრილს, საღამოს, ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული იხსნება. ამ მიზნით თბილისს თანამედროვე ესპანელი მწერლები – ელენა მედელი, პატრიცია ესტებან ერლესი, არკაითს კანო, ნიკოლას მელინი ესტუმრნენ.
კვირეულის ფარგლებში, ესპანელი მწერლები მკითხველთან საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს ქართველ კოლეგებთან -პაატა შამუგიასთან, თეონა დოლენჯაშვილთან და ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად გამართავენ. ღონისძიებებს მოდერაციას შოთა იათაშვილი, ლევან ბერძენიშვილი და ლევან ცაგარელი გაუწევენ.
ღონისძიებებს 16 აპრილს მწერალთა სახლი, 17 აპრილს, წიგნის მაღაზია „ლიგამუსი“ და, 18 აპრილს, „სტამბის წიგნები“ უმასპინძლებს.
ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეულის მიზანია, ქართული ლიტერატურისა და ავტორების ცნობადობის გაზრდა და ესპანურ ლიტერატურულ სივრცეში პოპულარიზაცია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ესპანურენოვანი ლიტერატურული ღონისძიებები სექტემბერშიც გაგრძელდება, როცა თბილისს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები