განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ეს პროგრამებია: საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა; სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.
ორივე პროგრამის ფარგლებში, ელექტრონული განაცხადები 2019 წლის 15 აპრილიდან 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით (თბილისის დროით, 19:00 სთ-მდე) მიიღება. კონკურსის საბოლოო შედეგები მონაწილეებს 2019 წლის 30 ივნისამდე ეცნობებათ.
განათლების საერთაშორისო ცენტრის ინფორმაციით, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; პროგრამის სამიზნე ჯგუფს საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები წარმოადგენენ, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში და სურთ, დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამით აიმაღლონ კვალიფიკაცია.
ცენტრის ცნობით, პროგრამა “სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის” უნგრეთის მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიას, რომლის ფარგლებშიც მათ საშუალება ეძლევათ, ჩაერთონ ქართული უნივერსიტეტების სასწავლო, ან კვლევით პროგრამაში. სასტიპენდიო პროგრამა ადმინისტრირებულია სსიპ საერთაშორისო განათლების ცენტრისა და ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის მიერ განხორციელდა. პროგრამის მონაწილეებს უნგრეთიდან შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მოკლე, ან გრძელვადიან კურსებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
იხილეთ ბმულები:
-საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
http://iec.gov.ge/4358
-სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის
http://iec.gov.ge/4360

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები