“მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პროცესი მიმდინარეობს, როგორ შეიძლება, ისაუბრო, რომ ეკონომიკური სტაგნაციაა” – გიორგი ქაჯაია

“მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პროცესი მიმდინარეობს, როგორ შეიძლება, ისაუბრო, რომ ეკონომიკური სტაგნაციაა; მაშინ როდესაც ეკონომიკური მიმართულებით არის საერთაშორისო მხარდაჭერა, როგორ შეიძლება რომ შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი განცხადებით აკეთო და ქვეყანა დაადანაშაულო, რომ ეკონომიკური სტაგნაციაა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ვალდებულებას არ იღებს.

„საბოლოო ჯამში, ოქტომბერში ჩვენ მათგან ველოდებით რას – ველოდებით იმას რომ ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ კიდევ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენისთვის, დესტაბილიზაციისთვის, ექსტრემიზმისთვის. მათი მხარდაჭერა ხალხის მხრიდან ისეთი სუსტია, რომ მათ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნიათ. ვალდებულებას არ იღებენ თავისი ამომრჩევლისა და ქვეყნის წინაშე და პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც სურთ, რომ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და ვალდებულება და პასუხისმგებლობა არ აიღონ ხალხის წინაშე, უბრალოდ არ იმსახურებენ, რომ პოლიტიკურ ველზე იყვნენ. თუ ისინი კვლავ დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში, რა თქმა უნდა ეს [არჩევნების] პროცესის ლეგიტიმაციას ვერ შეაფერხებს, ვინაიდან არსებობს ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება, რომელსაც სურს, რომ არჩევნები ჩატარდეს და ეს არჩევნები ჩატარდება. ჩვენი ქვეყნის დემოკრატია არის იმდენად ძლიერი, რომ აუცილებლად ყველანაირ გარე ფაქტორებს წინ აღუდგება და შესაბამისად, არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში. ჩვენი ქვეყნის დემოკრატია ძლიერდება და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არ დაუშვებენ იმას, რომ არჩევნებამდე ან, არჩევნების შემდეგ მოხდეს რაიმე არეულობა, რისი დიდი სურვილიც, ხშირად ბევრ ევრობიუროკრატს აქვს.

ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები ვერანაირ სიახლეს ვერ სთავაზობენ თავიანთ ამომრჩეველს და ერთადერთი რაც დარჩათ, ეს არის ბოიკოტი. ბოიკოტი კი არის უარყოფა არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის, ვინაიდან დემოკრატია, ეს არის კონკურენცია, ეს არის არჩევითობა, ეს არის პასუხისმგებლობა და ყველაფერ ამას გაურბიან და მათთვის იდეალური პოზაა ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა, ვინაიდან მათ ელექტორატის მხარდაჭერა არ გააჩნიათ“, – განაცხადა ქაჯაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები