თბილისში მამაკაცი საკუთარმა სატვირთომ იმსხვერპლა

თბილისში, უბედური შემთხვევის შედეგად, მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ტაბიძის ხიდთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელიც სატვირთო ავტომანქანას მართავდა, ის ხიდთან გააჩერა და გადმოვიდა. ამის შემდეგ, მანქანა შემთხვევით დაგორდა და მამაკაცს გადაუარა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები