სამხედროებს ინგლისური ენის სერტიფიკატები გადაეცათ

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ინგლისური ენის კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაკო ავალიანმა და საქართველოში ინგლისის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ-ჰოლიმ გადასცეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინგლისური ენის კურსები საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის შესწავლელმა ცენტრმა შესთავაზა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. 2013-2014 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების 37 სამხედრო მოსამსახურემ სხვადასხვა დონის ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი გაიარა. პროექტი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი, საბჭოს წარმომადგენლები და მასწავლებლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები