დედაენის დღესთან დაკავშირებით ახალქალაქის კულტურის სახლის მოხატული კედელი გაიხსნა

დედაენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილემ კონსტანტინე სირბილაძემ, ჟვანიას სკოლის ინიციატივითა და ახალქალაქის მერიის მხარდაჭერით, ახალქალაქის კულტურის სახლის მოხატული კედელი  გახსნეს.
პრეზიდენტი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა, ადგილობრივ მოსახლეობას დედაენის დღე მიულოცა და სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, პრეზიდენტმა ჟვანიას სკოლის მიერ დედაენის დღისადმი მიძღვნილ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მსმენელები: მერი გარიბიანი და ზარუჰი ათორაკალიანი სპეციალური სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები