ზაალ ანჯაფარიძე: როგორც მოსალოდნელი იყო, ფილარმონიაში დღეს ბევრი და მწკლარტე ორთქლი გამოიშვა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, თბილისის საკონცერტო დარბაზში დღეს გამრთულ „დაიცავი საქართველოს“ პირველ შეკრებას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ფილარმონიაში დღეს ბევრი და მწკლარტე ორთქლი გამოიშვა. დარჩა თუ არა კრება მხიარული? არ მგონია,  თუმცა რა ვუყოთ აი ამ მკვლელ ნარატივს, რომ “ქ/ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ ისე, რომ “ნაცები” არ დაბრუნდნენ, რომელსაც სხვათა შორის “დაიცავი საქართველოს” გარდა სტაჟიანი პარტიებიც აწვებიან?!
ჩვეულებრივი სიბეცე დღეს უკვე ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ პოლიტიკურ სიბეცეზე რა მოგახსენოთ“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები