ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას აანონსებს

„შემდეგი პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ, ჩემს მეგობრებთან ერთად, იქნება ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომელიც სჭირდება ცვლილებების სახით ამ ქვეყანას“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ საზოგადოების ხმა.
„საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ. დღეს ჩვენ საზოგადოებამ გვითხრა, რომ მათ არ უნდათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა. პირველი, ეს არის ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახით ახლა იხილება პარლამენტში და ჩვენ ეს მხარდაჭერა გვჭირდება. მეორე – იწყება ხელმოწერების შეგროვება დღეს, აქ. ეს არის ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოვაცხადე, რომ ვიწყებთ 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციაში შეიცვალოს და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ალბათ, შემდეგი პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ, ჩემს მეგობრებთან ერთად, იქნება ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომელიც სჭირდება ცვლილებების სახით ამ ქვეყანას. „დაიცავი საქართველო“ დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ამიტომაც დღეს მხოლოდ საზოგადოება ლაპარაკობდა აქ და არა პოლიტიკოსები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები