დღეს, ბაკურიანი საერთაშორისო კულინარიულ ფესტივალს Erasmus+-ის მხარდაჭერით უმასპინძლებს

ბაკურიანში, Erasmus+-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო კულინარიული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ სტუმრებს კულტურული მრავალფეროვნება წარუდგინოს და კულტურათაშორის გაცვლას შეუწყოს ხელი.

ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ლელა კიკალეიშვილის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობა – ფოლკლორული კონცერტი, ღვინის და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია, ასევე, მცირე საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. მისივე ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული სოციალური მეწარმეები საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას გამართავენ.

“ფესტივალი წარმოადგენს Erasmus +-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის – “ Food For Inclusion”-ის დასკვნით ღონისძიებას. პროექტის პარტნიორები არიან სამოქალაქო სფეროში ჩართული ორგანიზაციები საქართველოდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან,საბერძნეთიდან და უკრაინიდან. ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, Erasmus+-ის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში. მსგავსი სახის ღონისძიებები, ევროკავშირის მხარდაჭერით, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აქტიურად ხორციელდება“,-განცხადა ლელა კიკალეიშვილმა.

მისივე თქმით, „ახალგაზრდული ასოციაცია დრონი“ 2007 წლიდან, არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიის გამოყენებით, მუშაობს თემის განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, თანასწორობაზე, კონფლიქტების მოგვარებაზე და მშვიდობიანი, თანასწორი გარემოს შექმნაზე ზრუნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები