წყალმომარაგების კომპანიისა და სემეკის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, მაია გიქოშვილმა სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საოპერაციო საქმიანობაში ინტეგრირებული ჟურნალების, წარდგენილი ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტის შეფასებისა და ახალი ანგარიშების ფორმის შევსების ინსტრუქციებზე იმსჯელეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კომპანიის წარმომადგენლებს ახალი მიდგომები გააცნო და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათი მოსაზრებები მოისმინა.
კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სემეკთან და ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე მეთოდების დანერგვის საკითხთან დაკავშირებით, მზადყოფნას გამოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები