ახალგაზრდა გლობალური ლიდერები 112-ს ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის თბილისის ცენტრს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ახალგაზრდა გლობალური ლიდერები ეწვივნენ.

დელეგაციის წევრებმა „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. გლობალური ლიდერები ცენტრების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებსაც გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. მათ, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა კიდევ უფრო უსაფრთხო გარემო შეიქნას საქართველოში უცხოელი ინვესტორებისათვის. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით მნიშველოვანი პროცესები განხორციელდა და კიდევ იგეგმება.

„Young Global Leaders“-ის წევრები არიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინაციის ლაურეატები, გაეროს კეთილი ნების ელჩები და სოციალური მეწარმეები მთელი მსოფლიოდან. თითოეული მათგანი “ახალგაზრდა გლობალური ლიდერად” დასახელებულია ნოვატორული საქმიანობისათვის, არსებული გამოწვევების მიმართ არაორდინალური მიდგომისა და იმ უნარისთვის, რომ ერთმანეთს დააკავშირონ კულტურები, ბიზნესები, ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები