ლაშა ნაცვლიშვილი: შალვა შავგულიძემ თავად გასცა პასუხი ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს

„შალვა შავგულიძემ თავად გასცა პასუხი ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ძალიან გთხოვთ, ეს ფაქტი შეახსენოთ შალვა შავგულიძეს და ჰკითხოთ, რა არის პასუხი კითხვაზე, რასაც აკეთებდა ან არ აკეთებდა. ხვალ ფილარმონიის შეკრებაზე, იქნებ, ჩამოყალიბდნენ, სადაც ძალიან ბევრი იურისტია მათ გარშემო – სწავლული თუ უსწავლელი, კალმით დაწერონ და არა – სადღეგრძელოებით, რა უნდა ექნა მურუსიძეს და რა არ ქნა“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, “სანდრო გირგვლიანის საქმეზე” პირველი ინსტანციის განაჩენი შალვა შავგულიძემ სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა და ეს პროკურატურამ გააკეთა.
„გავყვეთ ლოგიკას, რომელსაც ბატონი შავგულიძე გვთავაზობს, – რატომ არ გაასაჩივრა. ვნახოთ, რას ამბობს შალვა შავგულიძე. მე რომ გამესაჩივრებინა, შეზღუდული ვიყავი კანონმდებლობითო, რომ აპელაციაში შემეძლო, მომეთხოვა მხოლოდ სასჯელის მომატებაო. სასჯელის ნაწილი ხომ გავიარეთ. მაშინ კასაციაში რატომ ითხოვდა მურუსიძისა და მისი პალატისგან აპელაციაში დაბრუნებას, თუ აპელაციაში არ ჰქონდა მას უფლება, მოეთხოვა პირველ ინსტანციაში დაბრუნება. ნახეთ, როგორი ადამიანური ლოგიკაა. პროკურატურის საჩივარი რომ გაეთვალისწინებინა სააპელაციო მოსამართლეს და მოემატებინა ერთი წელი, მაშინ ამოიწურება თუ არა შესაძლებლობა ეროვნული კანონმდებლობისა და მაშინ როგორ მიდიოდა ბატონი შალვა შავგულიძე სტრასბურგში? ეს ხომ ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკაა, მით უმეტეს, სხვა ინტერვიუში მან თქვა, რომ როდესაც პროკურატურამ გაასაჩივრა, მე, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი, სუფსიდიურად შევუერთდი ამ საჩივარსო – ანუ მან პროკურორთან ერთად მოითხოვა, თურმე, იმ ერთი წლის დამატება, რომელიც როგორც დაზარალებულმა არ მოითხოვა“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
ლაშა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, რატომ არ მოსთხოვა შალვა შავგულიძემ, აპელაციას პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა ეს საქმე, თუნდაც, პროცესუალური ნორმების დარღვევით, მაშინ ხომ არ გამოტოვებდა ამ ინსტანციას.

„როდესაც სტრასბურგის სასამართლოში შევიდა საჩივარი, მაშინ თინა ბურჯალიანი, რომელიც იყო ძალიან კვალიფიციური იურისტი და რომელსაც ადეიშვილსა და სააკაშვილთან ერთად დალაგებული ჰქონდა მთლიანად, როგორ არ უნდა წასულიყო სტრასბურგში, სწორედ ამ არგუმენტს იშველიებდა, რომ ვინაიდან შალვა შავგულიძემ სააპელაციო ეტაპი გამოტოვა, არ იყო უფლებამოსილი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო წარმოებაში მიეღო საქმე“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები