„ვაზისა და ღვინის ანბანი“ – წიგნის თურქული თარგმანის წარდგენა გაიმართება
17 აპრილს, 19:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის დარბაზში წიგნის „ვაზისა და ღვინის ანბანი“ თურქული თარგმანის წარდგენა გაიმართება.
როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წიგნის ავტორია მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი (მეღვინე) გიორგი ბარისაშვილი. წიგნი თურქულ ენაზე თარგმნა თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა მწერალმა, პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა და მთარგმნელმა ფარნა ბექა ჩილაშვილმა. წიგნის თურქულ ენაზე გამომცემელია ართვინში მცხოვრები ქართველი ნიკო ღვინიაშვილი და რედაქტორი – ანკარაში მცხოვრები ქართველი მწერალი ქევსერ რუჰი.
გამოცემა მოიცავს ქართული ვაზისა და ღვინის შესახებ მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების კრებულს, რომელიც ანბანურადაა დალაგებული.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია