სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 29 ანგარიშში სისხლის სამართლის დანაშაულის მაღალი რისკის შემცველი გარემოებები გამოავლინა

„29 ანგარიშში დაფიქსირებულია სისხლის სამართლის დანაშაულის მაღალი რისკის შემცველი გარემოებები“, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მასალები,
შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.
„ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ საქმეები დროულად დასრულდეს, რათა მოხდეს ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთანავე, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას პრევენციული ეფექტი ექნება სხვა მუნიციპალიტეტებისათვის“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები