ლევან იზორია სპლიტში გამოფენა ASDA 2019-ს დაესწრო

ხორვატიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის მე-5 გამოფენას – ASDA 2019 დაესწრო. ლევან იზორიამ პირველ მოადგილესთან, ლელა ჩიქოვანთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების მიერ წარმოებული სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი, უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საშუალებები დაათვალიერა და მათ შესაძლებლობებს კომპანიის წარმომადგენლებისგან უშუალოდ გაეცნო.
„ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის მე-5 გამოფენა ქალაქ სპლიტში, ლორას საზღვაო ბაზასთან მდებარე სივრცემ – Spaladium Arena უმაპისპინძლა. წელს გამოფენაზე მსოფლიოს 25 ქვეყნის 159 კომპანია იყო წარმოდგენილი. ASDA 2019-ზე დასასწრებად ქალაქ სპლიტს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრები, საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო მაღალჩინოსნები, პოლიციის, ჯანდაცვისა და სამაშველო ქვედანაყოფების, ასევე – დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრნენ“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები