თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ვახტანგ კახიძესთან შეხვედრა გაიმართა
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში, „შეხვედრები თეატრალურში” ციკლის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა კომპოზიტორთან, დირიჟორთან, პიანისტთან, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორთან – ვახტანგ კახიძესთან.
ვახტანგ კახიძემ საღამო საფორტეპიანო შესრულებით დაასრულა.
საღამოს უძღვებოდა თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.
ნიკოლოზ წულუკიძე: „მიხარია, რომ ვახტანგ კახიძე მოვიდა სტუმრად. მას თეატრში, კინოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი რჩევები და შემოქმედებითი გამოცდილება სტუდენტებს ძალიან გამოადგებათ“.
ვახტანგ კახიძე: „ახალგაზრდებმა საინტერესო შეკითხვები დამისვეს, რომელზეც, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სიამოვნებით ვპასუხობდი. ვისურვებდი, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები კიდევ გაგრძელებულიყოს“.