„GAUზიარე 33 ემოცია“ – “დედაენის დღისადმი” მიძღვნილი ერთდღიანი ფესტივალი გაიმართება

14 აპრილს “დედაენის დღისადმი” მიძღვნილი ერთდღიანი ფესტივალი „GAUზიარე 33 ემოცია“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის მიზანია ქართული ენის მნიშვნელობის ხაზგასმა და იმ საერთო ღირებულების აღნიშვნა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნის განსაკუთრებულ კულტურულ მემკვიდრეობას.

11:30-13:00
სიმბოლური მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედნისკენ, სადაც მონაწილეები ჰაერში გაუშვებენ ჰელიუმის ბუშტებს, რომლებზეც დატანილი იქნება ქართული ასოები.
აქცია სიმბოლურად ეხმაურება საბჭოთა პერიოდს, როდესაც ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს და 1978 წელს დედაენის დასაცავად ქუჩაში სწორედ სტუდენტები, საზოგადო და კულტურული მოღვაწეები გამოვიდნენ.

13:00-19:00
ფესტივალი გაგრძელდება მწერალთა სახლში (მაჩაბელის #13)
• ანსამბლი „რუსთავი“ – საქართველოს ჰიმნი;
• საჯარო ლექციები ქართული ენის შესახებ: პოეტი რატი ამაღლობელი; მწერალი დათო ტურაშვილი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.
• თემატური თამაშები სიმბოლური პრიზებით;
• ანთოლოგიის „ქართული ანბანი – 33 ემოცია“ პრეზენტაცია და სპეციალური ფასდაკლება წიგნზე;
• წიგნებისა და ანბანთან დაკავშირებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ანთოლოგია „ქართული ანბანი – 33 ემოცია“ გაიყიდება ფასდაკლებით;
• ბლოგების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება;
• ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტენდი, სადაც შეიქმნება წერილები ქართველი კლასიკოსების კალიგრაფიის შრიფტით;
• GAU ბენდი;
• დათო ევგენიძის კონცერტი.

ფესტივალის სპონსორები: მწერალთა სახლი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გამომცემლობა „პალიტრა L“, „ასკანელი ძმები“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები