დავით მათიკაშვილი ბესელიას განცხადებაზე: ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, მცდელობა, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერო ​

“ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, მცდელობა, რომ საკუთარი პოლიტიკური ქულები დაიწერო ამ სიცრუის ტირაჟირებით”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას, რომ, თითქოს, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პირდაპირ მიუთითა, თუ როგორ უნდა განსაზღვრულიყო კონსტიტუციით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება.

„შემიძლია, ცალსახად გითხრათ, რომ არც არასდროს მსგავსი რამ ჩვენ არ გვინახავს და არც შეიძლებოდა დაგვენახა. ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, მცდელობა, რომ საკუთარი პოლიტიკური ქულები დაიწერო ამ სიცრუის ტირაჟირებით.სამაგიეროდ, შემიძლია, აგიხსნათ სიტუაცია, როდესაც ყველა ერთად, მათ შორის – ეკა ბესელია, ვესხედით კანონპროექტს ღამით გვიანობამდე. ძალიან დიდი შრომის შემდგომ ვთანხმდებოდით კონკრეტულ მოცემულობასა და მუხლზე. ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა ერთობლივად. ეს არ იყო ცალკე გატანილი საკითხი. თქვენ იცით, საკონსტიტუციო კანონმა რამდენი პროცესი გაიარა – დაწყებული საკონსტიტუციო განხილვებით, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით და, რაც მთავარია, ეს, პირველ ყოვლისა, იყო გუნდის შიგნით განხილული ყველა მუხლი, ყველა წერტილ-მძიმე. როგორ გგონიათ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ამოვარდებოდა ამ კონტექსტიდან?!”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები