ფოთის თეატრის სცენაზე პრემიერა – „მარინა რევია“ დაიდგმება
17 აპრილს, 20:00 საათზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე პრემიერა გაიმართება. როგორც „კვირას“ ფოთის თეატრიდან აცნობეს, ალექს ჩიღვინაძის პიესის მიხედვით ,,მარინა რევია“ დაიდგმება.
იტვირთე სასჯელი, თუნდაც იყოს მძიმე, ძალიან მძიმე. ყველაზე დიდი სასჯელი – ყოფნა შვილების გარეშე. მიდის და ბრუნდება თხუთმეტი წლის შემდგომ. ყველაფერი თითქოს ისეთია, როგორიც ახსოვს. დედა დაბრუნდა. დაბრუნდა დედა? და დედაა კი? მის გამოჩენას არავინ ელოდა. მისი გამოჩენა არავის სურს… სიცივე. ყველა კედელი ცივი, ყველა ნივთი ცივი… ერთის გარდა. ეს ერთი ინახავს ხსოვნას იმის, რისი დავიწყებაც შეუძლებელია. როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება? როგორ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა?
ღრმად დამარხული ხსოვნა და უიმედო მოლოდინი…. დანაშაული და სასჯელი… ზიზღი….
რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე; მხატვარი: ანანო დილიძე; მონაწილეობენ: ენდი ძიძავა, თამუნა ჭუბაბრია, ეთერ ალექსაშვილი, ნინი გოშაძე, ირაკლი კვერღელიძე, გიორგი ელიჯარაშვილი;
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: რამაზ იოსელიანი; თეატრის დირექტორი: თენგიზ ხუხია.