სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საექსპლუატაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, დილისკა-პტენა-ჩუნჩხის სატუმბ სადგურზე გარემონტდა ტუმბო-აგრეგატები და აღდგა სადაწნეო მილის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი.
პარალელურად, ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მიზნით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები პტენისა და ჩუნჩხის სამელიორაციო არხებზე. ამასთან, სოფელ დილისკას ტერიტორიაზე არსებული ტბორები ირიგაციის სეზონისთვის სარეზერვო წყლით ივსება, რაც საჭიროების შემთხვევაში ფერმერებისთვის სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტაბილურ წყალუზრუნველყოფას ემსახურება.