“წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღვნიშნეთ, რადგან სულ მალე ამერიკის შეერთებული შტატები 250 წლის გახდება” – აშშ-ის საელჩო
“წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღვნიშნეთ, რადგან სულ მალე ამერიკის შეერთებული შტატები 250 წლის გახდება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
“გვიხარია, რომ ეს საიუბილეო თარიღი აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქართველ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ვიზეიმეთ.
მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდა ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.