თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა

თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე მოპედისა და ჯიპის ტიპის ავტომობილის შეჯახების შედეგად 15 წლის ბიჭი დაშავდა, რომელიც მოპედს მართავდა.

არასრულწლოვანი თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები