ზელენსკის რატომღაც სურს, რომ ეს ომი გაგრძელდეს – მას ტვინი გამოურეცხა ევროპაში გლობალისტურმა სოციალისტურმა ჯგუფმა, – ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტომი ტაბერვილმა განაცხადა.
„უბრალოდ გააგრძელე ეს ყველაფერი და გააგრძელებ ფულის მიღებას“ – ეს მიდგომა მცდარია. პრეზიდენტი ტრამპი დაიღალა იმით, რომ ხალხი კვდება, რომ ჩვენი გადასახადის გადამხდელთა დოლარები [ამ ომზე] მიდის. ამიტომ ის შეეცდება ამ ომის დასრულებას. ზელენსკი ხისტად იმოქმედებს, მაგრამ იცით რა? ის თამაშშიც კი არ არის. ეს იქნება პუტინი, პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანები, რომლებიც საბოლოოდ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას უკრაინის მომავლისთვის“, – აღნიშნა სენატორმა.