საბადურის ტყეში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საბადურის ტყეში მომხდარ  ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები