ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა, დაეფარა უკრაინის დელეგაციის ხარჯები

ტრამპის ადმინისტრაციამ ზელენსკის სასტუმროსა და სხვა მომსახურების ხარჯების დაფარვაზე უარი თქვა − ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე უცხოურ მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობითვე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უცხო ქვეყნის დელეგაციის ხარჯების გადახდაზე უარი განაცხადა.

უკრაინამ თავად გადაიხადა დელეგაციის ჩასვლისა და აშშ-ში დარჩენის საფასური.

როგორც მედია იუწყება, ფაქტს აქვს ძლიერი სიმბოლური მნიშვნელობა – ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა და სასტუმროს ხარჯები უკრაინას დარჩა დასაფარად.

“ეს უბრალოდ შურისძიებაა ზელენსკის მიმართ”,- წერენ უცხოური გამოცემები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები