“მწუხარებას გამოვთქვამ ბაგრატიონთა გვარისა და ოჯახის ღირსეული წარმომადგენლის, გამორჩეული რეჟისორისა და მსახიობის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო” – მიხეილ ყაველაშვილი
“მწუხარებას გამოვთქვამ ბაგრატიონთა გვარისა და ოჯახის ღირსეული წარმომადგენლის, გამორჩეული რეჟისორისა და მსახიობის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ბატონი ნუგზარი გახლდათ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მთავარი რეჟისორი და პედაგოგი, რომელმაც საკუთარი შემოქმედებით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული თეატრის განვითარების ისტორიაში.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს!”, – წერს ყაველაშვილი.