მამუკა მდინარაძე: ვალდებულება არ ექნება ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სხვადასხვა დაწესებულებას, „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები გადაწყვეტილებებში ჩართონ, თუმცა, ეს იქნება მათი უფლებამოსილება

ამ ეგიდით ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ და ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ, რომ ვალდებულება არ ექნება ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სხვადასხვა დაწესებულებას, „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები გადაწყვეტილებებში ჩართონ. თუმცა, ეს იქნება მათი უფლებამოსილება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე განმარტა ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც გადაწყვეტილებებში „ენჯეოების“ სავალდებულო მონაწილეობა გაუქმდება.

„გადაწყვეტილებებში „ენჯეოების“ სავალდებულო მონაწილეობის გაუქმებას ბევრი ამას თარგმნის, თითქოს, „ენჯეოები“ მონაწილეობას აღარ მიიღებენ საერთოდ არც ერთ გადაწყვეტილებაში. არა, ეს ასე არ არის. მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ „სავალდებულოა“ ამოვა საკანონმდებლო აქტებიდან. მაგალითად, პირობითად, თუ საქართველოს პარლამენტს აქამდე ევალებოდა, რომ რომელიმე სახის გადაწყვეტილებაში აუცილებლად, უალტერნატივოდ ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაცია, კანონის მიღების შემდეგ, ეს იქნება მისი არა ვალდებულება, არამედ ეს იქნება უფლებამოსილება.

საქართველოს პარლამენტს, ხალხის მიერ არჩეულ ადამიანებს, შეეძლებათ განსაზღვრონ, მიიღოს ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ მისმა რომელიმე წარმომადგენელმა. ასე იყო თავის დროზე ფსევდოლიბერალური იდეოლოგიითა და ამ შეხედულებებით ჩასმული, დამატებული ცვლილებები, რომ აუცილებელია „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენელმა მიიღოს მონაწილეობა, ასე აღარ იქნება. ამ ეგიდით ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ და ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ, რომ სავალდებულობა არ ექნება ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სხვადასხვა დაწესებულებას, „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები გადაწყვეტილებებში ჩართონ. თუმცა, ეს იქნება მათი უფლებამოსილება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები