Fox News: აშშ ზელენსკის საჯარო ბოდიშს ელოდება

აშშ ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ წინ წავიდეს კიევთან იშვიათი მინერალების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში მანამ, სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს ჩადენილი საქციელის გამო, კამერის წინ საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის, – ამის შესახებ Fox News-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

„ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა გვითხრა, რომ არაფერი წავა შეთანხმებაზე მანამ, სანამ ზელენსკი კამერების წინ არ მოხვდება და მკაფიოდ საჯარო ბოდიშს არ მოიხდის ოვალურ კაბინეტში მისი საქციელის გამო“, – იტყობინება არხი.

თავის მხრივ, ზელენსკი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ელის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებაზე ხელმოწერას.

ტელეკომპანიის ცნობით, ვაშინგტონს კვლავ სურს მიაღწიოს შეთანხმებას კიევთან როგორც უკრაინის კონფლიქტის მოგვარების, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ ზელენსკის ამჟამინდელი პოზიცია აღნიშნულ მიზნებს სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები