ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში დიდთოვლობას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა დაეცა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.