43 სამხედრო სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა

  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამინისტროს ცნობით, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ 43 სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედლები გადასცეს.
დღესვე, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფებების სარდლები, ასევე ქვეითი, საარტილერიო და საჰაერო ბრიგადების მეთაურები საშტატო იარაღებით დააჯილდოვა.
საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის მედალი „გენერალი კვინიტაძე“ საქართველოს შეიარაღებული ძალების 20 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ კი 23-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები