გიორგი ვოლსკი: ომი რასაკვირველია რუსეთმა დაიწყო
„რასაკვირველია რუსეთმა ომი დაიწყო”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მოუსმინეს.
„რასაკვირველია რუსეთმა ომი დაიწყო, მაგრამ ის ნაწილი, შეკვეთა, იმისა, რომ ცხინვალზე ყოფილიყო სარაკეტო დარტყმა, რასაკვირველია რუსეთის ინტერესებში იყო და რასაკვირველია, მისი გეგმის ნაწილი იყო და არა მარტო ეს – ამის გადაღება ტელევიზიით და ამ კადრების ჩვენება მთელი მსოფლიოსათვის მისი გეგმის ნაწილი იყო,-აღნიშნა ვოლსკიმ.
გიორგი ვოლსკიმ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს შესაბამისი ინფორმაცია არ აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, 2006 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კატეგორიული გაფრთხილება იმის შესახებ, რომ რუსული ბაზების გაყვანისას, კონფრონტაცია მიუღებელი იქნებოდა.
„ვინაიდან, სურათი მართლაც ძალიან მძიმეა, მხოლოდ რამდენიმე დეტალს შეგახსენებთ. 2006 წელს საერთაშორისო თანამეგობრობის, აშშ-ის ჩართულობა ამ პროცესებშიიმდენად თვალხილული და იმდენად შეუქცევადია, რომ რუსეთის აფორიაქება გამოიწვია და ვინ, თუ არა რუსეთი დაინტერესებული იყო, რომ მოლაპარაკებების პროცესიშეწყვეტილიყო. ჩამოგითვლით რამდენიმე ფაქტს და თქვით, იმ პერიოდის ხელისუფლების რომელი მოქმედება არ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს: მოლაპარაკება ახალიდამთავრებულია, მიმდინარეობს ჯარების გაყვანა და ჯარების გაყვანას რუსეთის ბაზებიდან ხელმძღვანელობს გენერალი ევნევიჩი და მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფოდეპარტამენტის კატეგორიული გაფრთხილებისა, რომ ძალიან დიდი წარმატების პერსპექტივა არსებობს, დაძაბვა, კონფრონტაცია იქნება ამ სტრატეგიისათვის მიუღებელი დაჩამშლელი. მაინც მიუხედავად ამისა, რატომღაც სამხედრო პოლიცია იჭერს ევნევიჩს, რომელიც სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილეა, ამ ოპერაციის ხელმძღვანელი დაშემდეგ ორ საათში, ჯაჯგურის მერე გამოუშვეს. რასაკვირველია, ცხინვალის მიმართულებით მოლაპარაკებები ჩაიშალა და შემდეგ არის განცხადება , რომ კოდორის ხეობაშითურმე წესრიგის დამყარება კი არ უნდათ, ეს არის პლატფორმა საიდანაც სოხუმს ოთხ წუთში დაარტყამენ და რა საკვირველია მოლაპარაკებები ჩაიშალა. ჩაიშალა ის გეგმა რაცჰქონდა აშშ-ს და ევროკავშირს რომ დიდი რვიანის შეხვედრაზე უნდა მომხდარიყო პეტერბურგში საბოლოო შეთანხმების მიღწევა იმასთან დაკავშირებით რომ პროცესი რომელიცსაგზაო რუკაში იყო ასახული, ეუთოს მინისტერიალის მიერ დამტკიცებულ საგზაო რუკაში, უნდა გაგრძელებულიყო. ამის ჩაშლა აწყობდა, რა საკვირველია მოსკოვს და რუსეთს“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ე.წ. ალტერნატიული პრეზიდენტის არჩევა, ახალგორის მიერთება ცხინვალის რეგიონზე და ვითომ ჩვენი ჩარევით კი არა, ვითომ თვითონ მოიფიქრა ხალხმა და აირჩიაალტერნატიული პრეზიდენტი და რასაკვირველია, აქედან გამომდინარე, ყველაფერი, ის ტერიტორიები, რასაც აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულადაღმოჩნდა საერთოდ კონფრონტაციის იმ რეჟიმში, რომელსაც უკვე მოლაპარაკებების გაგრძელება არანაირად არ ჰქონდა, არ შეეძლო.
ადმინისტრაციული საზღვრების დადგენა სააკაშვილის ბრძანებულებით 2007 წლის 10 მაისს, როდესაც აღადგინა პრაქტიკულად თავისი ბრძანებულებით ყოფილი საბჭოთაკავშირის ტერიტორიაზე ეს და შემდეგ უცებ გაუგებარი გამგზავრება მერანოში. ეს არის 2008 წელი, ივლისში, რომ თითქოს არაფერი არ ხდება, ამ დროს ირკვევა, იმჩვენებებიდან, რომელიც მიცეს საპარლამენტო კომისიას, რომ ეს წინადადება მერანოში გამგზავრების თაობაზე, თურმე ყოფილა რუსეთის პრეზიდენტის საგანგებოწარმომადგენლის მიერ წარმოთქმული სადილზე, რომელიც ორ დღეში შეასრულეს და მერანოდან ჩამოსვლის შემდეგ ირკვევა, რომ თურმე ცხინვალი და სამხრეთ ოსეთისყოფილი ოლქის რეგიონი რუსეთს თურმე არ აინტერესებს. აქედან გამომდინარე 6 აგვისტომდე საერთოდ არ იყო ამაზე ლაპარაკი, რომ რუსეთი შეიძლება არის მტერი დაშეიძლება, უნდა შემოსვლა. უფრო მეტსაც გეტყვით, ბრძანებულება, რომელიც ომის მეორე დღეს იქნა გამოცემული ნათლად, ხაზგასმით მიუთითებს, რომ 8 -ში შემოვიდა თურმერუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე.რასაკვირველია რუსეთმა ომი დაიწყო მაგრამ ის ნაწილი, შეკვეთა, იმისა, რომ მძინარეა თუ მღვიძარე ცხინვალთან დაკავშირებით არა მაქვს ლაპარაკი, ცხინვალზე ყოფილიყოსარაკეტო დარტყმა, რასაკვირველია რუსეთის ინტერესებში იყო და რასაკვირველია მისი გეგმის ნაწილი იყო. და არა მარტო ეგ. ამის გადაღება ტელევიზიით მაგის გეგმის ნაწილიიყო და ტელევიზიის კადრების ჩვენება მთელი მსოფლიოსათვის მისი გეგმის ნაწილი იყო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაზეც და განაცხადა, რომ ქართულ დელეგაციას ამ რეზოლუციისთვისმხარი არ უნდა დაეჭირა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გაიხსენა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მემუარებში არსებული ჩანაწერიც.
„ჩემმა კოლეგამ აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ერთი მუხლი. მეორე მუხლიც იყო იქ, სადაც წერია, რომ რუსეთმა თურმე კონტრშეტევაგანახორციელა. როგორ შეიძლებოდა ამაზე დათანხმება ქართული დელეგაციის, რომელიც იქ იჯდა. რა მოგვცა ამ რეზოლუციამ ისეთი რომელიც თურმე რუსეთს ჩააყენებდაუხერხულ მდგომარეობაში. რატომ არ მიმართეს უშიშროების საბჭოს, რატომ არ გაიყვანეს ხალხი? აბსოლუტურად ყველაფერი დღესავით ნათელია და მხოლოდ ერთი ფრაზამინდა. აქ მინდოდა რაღაც ნაწილები წამეკითხა იმ დოკუმენტებიდან, რომელიც ჩემს ხელთ არის მაგრამ ვერ ვასწრებ და აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთ დოკუმენტზეგვამახვილებ თქვენს ყურადღებას, ეს არის კონდოლიზა რაისის მიერ შემდეგ უკვე მემუარებად ქცეული ჩანაწერი – ერთი, რომ როდესაც პრესკონფერენცია ტარდებოდა,შეთანხმებულები იყვნენ, რომ რუსეთის აგრესიაზე იქნებოდა საუბარი და სააკაშვილმა დაიწყო ლაპარაკი მიუნხენზე, დაიწყო ლაპარაკი დასავლეთის დადანაშაულებაზე დაშემდეგ, როდესაც კონდოლიზა რაისი ფიქრობდა უკვე, რომ ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდაჭერა მოეპოვებინა, ამ კონკრეტულ საკითხზე,უპასუხეს, რომ მაპი სწორედ ამ ქმედებებმა დააყენა საფრთხის ქვეშ. ეს არის დეტალურად აღწერილი და ყველაფერი ეს რაც ვთქვი გაცილებით უფრო ფართოდ, გაცილებით უფროსიღრმისეულად არის გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში ჩამოყალიბებული და არავინ არ თქვას, რომ რუსეთს იქაც აქვს გავლენა“,- განაცხადა პლენარულ სხდომაზესიტყვით გამოსვლისას გიორგი ვოლსკიმ.