ლევან ნიკოლეიშვილი: კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის კვლევამ ბევრი კითხვა გააჩინა – სად წავიდა ეს თანხები?

სერიოზული განსხვავებებია რუსთავი 2-ის მიერ წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტაციასა და აუდიტის სამსახურის მონაცემებს შორის,- ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ჩატარებულ კვლევას.

ექსპერტის თქმით, არხის მფლობელებიც და მენეჯმენტიც ვალდებულები არიან, დარღვევებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთონ.

,,კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის კვლევამ რუსთავი 2-ის სავარაუდო დარღვევები გამოავლინა. კვლევამ ბევრი კითხვა გააჩინა! სერიოზული განსხვავებებია რუსთავი 2-ის მიერ წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტაციასა და აუდიტის სამსახურის მონაცემებს შორის. სად წავიდა ეს თანხები? არადა, არხის მფლობელიც და მენეჯმენტიც ვალდებულები არიან ამ დარღვევებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთონ. რატომ არ აკეთებენ სათანადო რეაგირებას ორგანოები?,”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები