მეფუტკრეები ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს კოორდინირებულ მიდგომას დადებითად აფასებენ

მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამასა და ფუტკრის მოვლისა და დაცვის ღონიძიებებზე მეფუტკრე ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა ქუთაისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით შედგა.
მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც საფუტკრეებია განთავსებული, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება სარამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია, მაშინ მოხდება. მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ მეფუტკრე ფერმერების აღრიცხვას და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრს. იმ სოფლებში, სადაც ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაცია, შეიქმნება ბუფერული ზონები და დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე” სადგურები.
„წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება. შემუშავდება სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური აღმნიშვნელი ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ. მეფუტკრე ფერმერებმა მეფუტკრეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია და მავნებელთან ბრძოლის პროცესში კოორდინირებული მიდგომა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ დაგეგმილი დაცვითი ღონისძიებები მინიმუმამდე დაიყვანს ფუტკრის დაზიანების რისკს.
ფაროსანას საწინააღმდგეო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – farosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და გახორციელების ვადებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მეფუტკრეები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონიდან“, – აცხადებენ საკოორდინაციო ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები