მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ.
„მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ადგილობრივებს ინფორმაცია რძის მიღება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ვაშლის ბაღისა და კენკროვანი კულტურების გასხვლა-ფორმირებასა და აგროტექნოლოგიაზე, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ფერმაში გასატარებელ ვეტერინალურ-ზოოტექნიკურ ღონისძიებებსა და სასათბურე მეურნეობაში სხვადასხვა კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე მიეწოდათ. პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და დარგში არსებული სიახლეების გაცნობაა. 2019 წელს, სპეციალისტებმა კახეთის, გურიის, შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონის 65 სოფელში 3 000-ზე მეტ ფერმერთან გამართეს შეხვედრები“, – აცხადებენ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები